
ავტორი
Front News საქართველო
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, იმ ხალხის, რომელმაც ამ კანონს აბსოლუტურად სწორად დაარქვა რუსული კანონი. რუსული კანონი დაარქვა იმიტომ, რომ ეს კანონი ათანაბრებს მტერს, ოკუპანტს და სტრატეგიულ მეგობრებს. ამ კანონის მთავარი ობიექტები არიან დასავლური ფონდები და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში უზარმაზარი რუსული ფინანსური რესურსები არის განთავსებული.
“ვინმეს საერთოდ მოსვლია აზრად, გაეკონტროლებინა, რაში ხმარდება ეს ფული? სად არის განთავსებული? უამრავი ბიზნესი რეგისტრირდება, უამრავი საბანკო ანგარიში იხსნება, უამრავი უძრავი ქონების შეძენა ხდება. აქ არაფერი და ბოლო 3 წლის განმავლობაში მკაფიოდ ანტიდასავლური რიტორიკა და მტრების ძებნა იქ, სადაც უნდა ვაღრმავებდეთ ჩვენს მეგობრობას”, – აცხადებს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს