Logo

გიორგი გახარია – მე ვთვლი, რომ ეს არის საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა

პოლიტიკა
1513
Frontnews image description

ძალიან დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, საერთოდ, ზღვარი აღარ არის. ზუსტად, რასაც აკეთებდა მიშა სააკაშვილი 2012 წლის არჩევნების წინ, იმას აკეთებს ივანიშვილი. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მე ვთვლი, რომ ეს არის საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების მობილიზება მათი შეურაცხყოფაა.

“ძალიან დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, საერთოდ, ზღვარი აღარ არის. ზუსტად, რასაც აკეთებდა მიშა სააკაშვილი 2012 წლის არჩევნების წინ, იმას აკეთებს ივანიშვილი. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მე ვთვლი, რომ ეს არის საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა.

შეუძლებელია, ჩვენ გვყავდეს კოალიციური მთავრობა ნეიტრალური საჯარო სექტორის გარეშე. პირველი, რასაც გავაკეთებთ – საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარს, სამინისტროების და უწყებების თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს მივცემთ იმ თავისუფლებას, როგორსაც ისინი იმსახურებენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თაგები:

Advertisement