
ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხის პოლიტიზირება, რასაც მისი პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებს აზიანებს.
“მისი პარტიის წარმომადგენლებსაც შემიძლია რჩევა მივცე, ერთადერთი გზა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაცვის არსებობს, მისი საკითხის არა პოლიტიზირება, არამედ მისი საკითხის ჰუმანიტარულ განზომილებაში გადაყვანა.
ნებისმიერი პოლიტიზირების მცდელობა, რასაც ახლა აკეთებენ, პირდაპირ აზიანებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სიცოცხლის დაცვის ჰუმანიტარულ ინტერესებს, ეს ხომ ფაქტია, ამაზე ხომ არ ვდაობთ?”, – განაცხადა გახარიამ “ჯიპას” სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს