გიორგი გახარია – მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე, ოცნების ჩაჩოჩება მეორე ადგილზე

ავტორი
Front News საქართველო
“მე მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე, ოცნების ჩაჩოჩება მეორე ადგილზე. ეს მინდა“, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა მისი სურვილი თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი მონაწილეობით ნიკა მელიას მეორე ადგილიდან „ჩაჩოჩება“.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ აქტუალურ საკითხებზე TV პირველის ეთერში ისაუბრა.
გიორგი გახარიამ წამყვანის შეკითხვაზე ასევე უპასუხა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ “ნაციონალურ მოძრაობასაც” ართმევს ხმებს.
თაგები:
გიორგი გახარია




