
ავტორი
Front News საქართველო
მიშა სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელის ვადა, ოღონდ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრულად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ყოფილი პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არა მხოლოდ საქართველოს სასამართლომ, არამედ სტრასბურგმაც დაუდასტურა.
“სწორედ ამიტომ რომ გირგვლიანის საქმე წავიკითხე, ამიტომ ვთვლი, რომ მიშა სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს ვადა, ოღონდ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრულად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.
სახელმწიფო იმიტომ გვყავს, რომ ადამიანს, რომელსაც სასჯელი არა მხოლოდ საქართველოს სასამართლომ, არამედ სრტასბურგმაც, მან სასჯელი უნდა მოიხადოს, ოღონდ ჯანმრთელი უნდა იყოს“,- განაცხადა გახარიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს