
ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას სიცოცხლე შეწირეს.
“აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია – ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, პირველ რიგში, ქვეყნის ამ მიღწევას თავიანთი ბელადების სახელებს უკავშირებენ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. “ნაციონალური მოძრაობა” იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა თურმე, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო, ან კიდევ მეორე – “ოცნება” თავის ბელადს.
არავის არ გახსენებია ანწუხელიძე, არავის არ გახსენებია გინტური. ის ხალხი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ ქვეყანას შესძლებოდა, ღირსეულად გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. არ გახსენებიათ ტატუნაშვილი, არ გახსენებიათ ოთხოზორია. არ გახსენებიათ ეს ხალხი, სამაგიეროდ, თავიანთი ბელადები გაახსენდათ”, – აცხადებს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს