Logo

გიორგი გახარია – მმართველი ძალა დაემსგავსა 2012 წლის “ნაციონალურ მოძრაობას”, ადამიანებზე ზეწოლისთვის იყენებენ ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტს

პოლიტიკა
1180
Frontnews image description

პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდგომ მედიასთან კომენტარები გააკეთა. 

 

“მე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს პირდაპირ და ღიად. იმიტომ რომ, სამწუხაროდ დღეს მმართველი ძალა დაემსგავსა 2012 წლის ნაციონალურ მოძრაობას. ესე იგი, დღეს ხელისუფლება, მმართველი ძალა, პარტია, პარტიული ბოსები – იყენებენ სახელმწიფო ყველა ინსტრუმენტს: შემოსავლების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, პოლიციას, სუს-ს – ყველაფერს ამას იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა  ელემენტარული სიმპათიების გამოხატვის გამო და მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ როდესაც სამსახურიდან დათხოვნა, კერძო ბიზნესზე ფინანსური პოლიციის ზეწოლა არის – ეს არის შიშის შედეგი“, – აცხადებს გახარია. 

 

ჟურნალისტები გიორგი გახარიას ჩაეკითხნენ ეს მისი პრემიერობის დროსაც ხომ არ ხდებოდა.

 

“პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მსგავსი ინსტრუმენტები არასოდეს არ გამოგვიყენებია – მე არ გამომიყენებია არასოდეს”, – აღნიშნა გახარიამ.

Advertisement