
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ევროკავშირის კომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან ვიდეოშეხვედრა გამართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისართან საუბრისას გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ურყევი, ისტორიული არჩევანია და რომ კანდიდატის სტატუსი გადაეცემა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.
გახარიას თქმით, ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს