
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება.
“ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. “ოცნებამ”, ისევე როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.
ახლა უკვე “ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.
ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი.
ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!
ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!”, – წერს გახარია.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს