გიორგი გახარია – “ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა შიშის შედეგია


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა შიშის შედეგია.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, კრამონთან შეხვედრის ძირითად თემა სწორედ 19 აპრილის შეთანხმება და დასავლელი პარტნიორების იმედგაცრუება იყო.
“ფაქტია, რომ ეს ხელშეკრულება შედგებოდა რამდენიმე პრინციპული კომპონენტისგან. პირველი იყო სასამართლოს ნაწილი, რაც ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა. კიდევ ერთი საკითხი იყო 43-პროცენტიანი ზღვარი. შეფასებები შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს. ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა. ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებზე, გადაწყვეტილებებზე. ყველაზე ცუდია, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. აქ დღეებზეა საუბარი და არა რაღაც გრძელვადიან პერსპექტივებზე. სახელმწიფო ინტერესები გადატანილია სადღაც მეოთხე ფლანგზე. წინ არის წამოწეული პარტიული ინტერესები. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი ძალა რას ამბობს ან რას აკეთებს, უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებსაც აღარ ითვალისწინებენ და ეს არის შიშის შედეგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა