გიორგი გახარია – ქართულმა ეკლესიამ მსოფლიოს ანახა, რას ნიშნავს წესებით მსახურების გაგრძელება, მსოფლიო მოიარა კადრებმა


ავტორი
Front News საქართველო
მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ეკლესიას, რომელმაც მთელ მსოფლიოს ანახა, რას ნიშნავს, შეძლო გააგრძელო მსახურება, მაგრამ წესების დაცვით, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში პანდემიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“ჩემი თავის შეფასებას არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს იყო უმძიმესი გამოწვევა, პირველ ეტაპზე არანაირი ცოდნა არ იყო, პირველ რიგში იყო ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, განსაკუთრებით ხანდაზმულების შემთხვევაში. მეორე რიგში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შენარჩუნება.
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პირველი, მეორე ტალღების დროს გამოგვყვა და თვითშეზღუდვის ისეთი მაგალითი აჩვენა, რომელიც მსოფლიოში არ ყოფილა.
მეორე, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ეკლესიას, რომელმაც მთელ მსოფლიოს ანახა, რას ნიშნავს, შეძლო გააგრძელო მსახურება, მაგრამ წესების დაცვით. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როდესაც ქართულ ეკლესიაში დისტანციას იცავდნენ”, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს