
ავტორი
Front News საქართველო
ქართველები დაიღალნენ იმით, რომ ყველა ჯერზე რუსთაველზე გადაწყდეს პოლიტიკური თავისუფლების საკითხები, აღარ უნდათ, უნდათ, რომ ეს გააკეთონ არჩევნებით, მაგრამ ეს არჩევნები ამ ხელისუფლებამ მოგვპარა მაშინ, როდესაც შეეძლო ეს არჩევნები გამოეყენებინა ქვეყნის დამშვიდების გზისთვის და საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელსაც უნდა ქვეყანაში მშვიდობა და ხედავს გლობალურ დაპირისპირებას მსოფლიოში, გამოდის და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა ერთობას, სადაც მშვიდობაა იმას ეუბნება არას, ლოგიკურია, რომ საით მიჰყავს ეს ქვეყანა გაუგებარია.
“არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ კი არა, საზოგადოებაა შეთანხმებული. მაგალითად, ეს საკითხი არის ქვეყნის ევროპული მომავალი, ეს საკითხი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და არჩევნები, როგორც მშვიდობიანი გზა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების. ქართველები დაიღალნენ იმით, რომ ყველა ჯერზე რუსთაველზე გადაწყდეს პოლიტიკური თავისუფლების საკითხები, აღარ უნდათ, უნდათ, რომ ეს გააკეთონ არჩევნებით, მაგრამ ეს არჩევნები ამ ხელისუფლებამ მოგვპარა მაშინ, როდესაც შეეძლო ეს არჩევნები გამოეყენებინა ქვეყნის დამშვიდების გზისთვის და საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა იქ, სადაც მიგვიყვანა. ხელისუფლება, რომელსაც უნდა ქვეყანაში მშვიდობა და ხედავს გლობალურ დაპირისპირებას მსოფლიოში, გამოდის და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა ერთობას, სადაც მშვიდობაა იმას ეუბნება არას, ლოგიკურია, რომ საით მიჰყავს ეს ქვეყანა გაუგებარია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს