
ავტორი
Front News საქართველო
მე რაც მოვისმინე, “ქართული ოცნების” ბოსები ისე ალაგებენ სიტყვებს, რომ გასასვლელებს იტოვებენ ყველგან – აი, იმის თავიც არა აქვთ, რომ პოზიცია ჩამოაყალიბონ. მაგალითად ამბობენ, რომ ამ მასალებში ტყუილ-მართალია. რაც ჩვენ მოგვერგება მართალს დაუძახებენ. აი, ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ გაუგონარია უბრალოდ! სადაც უნდათ, როცა უნდათ, ამას დანაშაულს დაარქმევენენ“, – ასე აფასებს გიორგი გახარია ქართული ოცნების ხელმძღვანელების მოქმედებებს.
“ეს არის მძიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტია თავის ინტერესებში იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს – მას ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ გააჩნია და სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. დღეს „ოცნებამ“ , რომელიც ქართული აღარ არის – ეს არის ორგანიზაცია „ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად რომ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს – ეს რესურსი რაღაცით ხომ უნდა ჩაანაცვლოს და სახელმწიფო ინსტიტუტებით ანაცვლებს და ამით სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას – ამ სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. ეს არის ფუნდამენტური და სტრუქტურული პრობლემა – ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენ დღეს სახელმწიფო!’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს