
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
გიორგი გახარია, მაჟორიტარობის კანდიდატთან შოთა წურწუმიასთან ერთად ჩხოროწყუს სოფელ კირცხში, ლეწურწუმეში და სოფელ სარაქონიში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.
შოთა წურწუმია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადავიდა და პარტია “საქართველოსთვის“ ჩხოროწყუს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატია.
ჩხოროწყუში არჩევნების მეორე ტურში პარტიიდან „საქართველოსთვის“ ასევე იბრძვიან მაჟორიტარობის კანდიდატები ტარიელ შენგელია (ხაბუმეს ოლქი) და აჩიკო ცირამუა (მუხურისა და ზუმის ოლქი).

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს