
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის საპარლამენტო გუნდი: გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე მოწერელია ბრიუსელში გაემგზავრნენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში გიორგი გახარია და პარტიის წევრები შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან.
პარტნიორებთან შეხვედრებზე პარტიის მხრიდან პრიორიტეტად დაისმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა და მნიშვნელობა, ქვეყნის გამოწვევები უსაფრთხოების, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო და პარტიის ხედვა თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.
გიორგი გახარია და პარტია „საქართველსთვის“ წევრები ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნობენ პარტიის მიერ უკვე მიღწეულ შედეგებს, ასევე გეგმებს პარტიის სამომავლო საქმიანობის შესახებ.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს