გიორგი გახარია – საქართველოს მოქალაქე უნდა დავაბრუნოთ ცენტრში და შემდეგ შინაარსიც უნდა დავუბრუნოთ პოლიტიკას


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონებში ახალი ოფისების გახსნასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გიორგი გახარიამ ახალი ოფისი ქობულეთში გახსნა.
„აქტიურად გავაგრძელებთ რეგიონებში მუშაობას, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, არამედ ამ არჩევნებს აქვს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მედიასთან.
„ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ როგორც ამ არჩევნების მნიშვნელობა, ასევე უნდა ავუხსნათ რამდენად ღირებული იქნება მათი არჩევანი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არავისთან არ აპირებს ალიანსსა და კოალიციაში შესვლას, მათ შორის არც დედაქალაქის მერის არჩევნებისთვის.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები – რეგიონალური არჩევნების ჭრილშიც თბილისის ერის არჩევნებს ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში და კოალიციებში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება პარტია ,,საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატს, გახარია ამბობს, რომ დროის რესურსს ბოლომდე გამოიყენებენ საარჩევნო ველზე ძლიერი კანდიდატით შემოსასვლელად.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს