
ავტორი
Front News საქართველო
შემოსავლები, სიღარიბე, ინფლაცია, სამუშაო ადგილები – ეს ის პრობლემებია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. კონსესუსი ეროვნული უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა
გიორგი გახარიამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, დღეს თითოეული ოჯახის პრობლემა არის შემოსავლები, სიღარიბე, ინფლაცია და სამუშაო ადგილები.
“შიმშილობა არის პროტესტის ფორმა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რომელიც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს ქვეყანაში რეალური პრობლემა აქვს ახალი წლის წინ თითოეულ ოჯახს: შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. კონსესუსი ეროვნული უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე”, – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს