გიორგი გახარია – ჭორები, ტყუილები, ცილისმწამებლური კამპანია, ბანერები, ზიზღი – ეს ჩვენ და ჩვენ მხარდამჭერებს მხოლოდ გვაძლიერებს

ავტორი
Front News საქართველო
“ამ ყველაფერს ქართველი ამომრჩეველი გასცემს შესაბამის პასუხს 2 ოქტომბერს და მერე მეც არ დავტოვებ არავის უპასუხოდ“, – ასე პასუხობს გიორგი გახარია ქართული ოცნების მიერ წარმოებულ ზიზღის და სიცრუის კამპანიას.
“ეს მიანიშნებს მარტივ რაღაცას – ორგანიზაცია ოცნება ისეთ პანიკაშია, რომ ზომავენ რაღაცებს და ხედავენ – მათი რეიტინგი ქვემოთ მიდის და ჩვენი იზრდება… ეშინიათ! ამიტომ ვართ ჩვენ ცეცხლის ქვეშ. აი, თქვენ რაიმე ამბავი იცით მაგალითად, რომ მსგავსი ზეწოლის ქვეშ იყვნენ სხვა პარტიები? – არა, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. სისტემურად, ორგანიზებულად, ღიად, საჩვენებლად, სადამსჯელო ეფექტი რომ ჰქონდეს – ასე ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს მთელი რიგი სახელმწიფო ინსტიტუტები“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.
“ჩვენ ამას მივიყვანთ იქამდე, სასაცილო გახდება ეს ყველაფერი. ვიღაცას რამეს კი არ ვუმტკიცებთ – მას იმიტომ ვაკეთებთ, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის და მოქალაქეების წინაშე, მათთვის ვაკეთებ ამას და იმისთვის რომ სინათლეზე გამოვიტანოთ აი ის სიბინძურეები, რასაც ესენი გეგმავენ. სინამდვილეში ამათი ფანტაზია კიდე სად წავა და რას დაგეგმავენ, კაციშვილმა არ იცის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით”, – აცხადებს გიორგი გახარია ნარკოტესტის პროვოკაციასთან დაკავშირებით.
ქალაქში გამოკრული სიძულვილის შემცველ ბანერებზე მისი ფოტოს მოხვედრას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მისი პარტიის მზარდი რეიტინგის გამო “ოცნების” პანიკით ხსნის.
“ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი და ოცნებამ იცის, რომ ამ არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში განახლებას ჩვენ დავიწყებთ. ეს არის ძირითადი დამსახურება რის გამოც ბანერებზე მოვხვდი. რასაც ახლა ჩვენ საწინააღმდეგოდ იყენებენ – ჭორები, ეს ტყუილები, ცილისმწამებლური კამპანია, ბანერები, ზიზღი – ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და მერწმუნეთ, ჩვენს მხარდამჭერებსაც აძლიერებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


