გიორგი გახარია – თან პარტიას ავაშენებთ, თან არჩევნებშიც ვიღებთ მონაწილეობას, ღირსეულად მივალთ იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყნის იქნება


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობს. გახარიამ დღეს ქედასა და ხელვაჩაურში გახსნა პარტიის ახალი ოფისები და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
“ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ, ჩვენ თან პარტიას ავაშენებთ, თან არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა, ქაოსი უნდა დამთავრდეს, სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ადამიანი უნდა გრძნობდეს, სახელმწიფოს დგომას ზურგსუკან. წყანარად, მშვიდად, კეთილსინდისიერად თუ იშრომებს – გლეხი კაცი ღირსეულად არჩენს თავის ოჯახს, ეგ არის და ეგ. შესაძლებელია ეს? შესაძლებელია და საკმაოდ სწრაფად. ხელი დაეტყობა აქაურობას – პატრონი გამოუჩნდება და რაც მთავარია, ძლიერი სახელმწიფოსთვის გადადგმული იქნება კონკრეტული ნაბიჯები.
თქვენ შეიძლება ძალიან სწორი და სამართლიანი კითხვა გქონდეთ, რომ იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო. ასევე პირდაპირ სამართლიანად და ღიად გეუბნებით, რომ რისი გაკეთებაც იმ მომენტამდე შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად ვაკეთებდი და ის, რაც ვერ გავაკეთე და რაც შეგვეშალა, იმის პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ ახლა აქ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული. რაღაცას რომ ასრულებ, ეს ახლის დასაწყისია ყოველთვის, მინდა, ყველას გვჯეროდეს, რომ ერთად, ღირსეულად მივალთ იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყნის იქნება”, – მიმართა გახარიამ მოსახლეობას
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს