გიორგი გახარია – თითოეულ მოქალაქეს, იმის მიუხედავად რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან წარმომადგენელი იყო, მოვუწოდებ, მოდით ჩვენთან

ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მიმართა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ კარი ყველასთვის ღიაა პარტიული კუთვნილების და მხარდაჭერის მიუხედავად, ვინც ერთპარტიულ მმართველობას ეწინააღმდეგება და სამართლიანი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპებს იზიარებს.
“თითოეულ ჩვენს მოქალაქეს იმის მიუხედავად, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან წარმომადგენელი იყო, მინდა მოვუწოდო: მოდით ჩვენთან, გავერთიანდეთ იმისთვის რომ ერთად ავაშენოთ სამართლიანი, ძლიერი თანამედროვე სახელმწიფო და იმისთვის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მივცეთ შესაძლებლობა მოახდინონ ხელისუფლების კონცენტრაცია და ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარონ. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ იმ თითოეულ ხმას რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა“, – მიმართა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
თაგები:
გიორგი გახარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


