Logo

გიორგი გახარია – წავიკითხე ტელეკომპანია “იმედის” განცხადება, ეს იმედგაცრუებაა, სამარცხვინოა

პოლიტიკა
1205
Frontnews image description

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მისთვის ეთერის დათმობის მოთხოვნაზე უარის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” განცხადებასაც გამოეხმაურა. 

 

„გუშინ მე წავიკითხე ტელეკომპანია “იმედის” განცხადება. ეს იმედგაცრუებაა, სამარცხვინოა და გეტყვით რატომ: იცით ლოგიკა როგორი იყო  – ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ გახარია და მისი პარტია აფილირებული არიან ვიღაცასთანო ამიტომ ეთერს არ მივცემთო, მაგრამ იმ ვიღაცას ეთერს აძლევენ – ნებისმიერ მათ ღონისძიებას აშუქებენ უპრობლემოდ.  მეტსაც გეტყვით –  ზოგიერთ რეიტინგებში, რომელთაც მათ შორის ტელევიზიები აკეთებენ – ნაციონალური მოძრაობა თავის რეიტინგებში იწერს სხვა პროცენტს და ოცნება და ზოგიერთი ტელევიზია უფრო მეტ რეიტინგს უწერს მათ. ეს ხომ აშკარად ფაქტია, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა და სამწუხაროდ, ოცნებაც – ერთმანეთს ასაზრდოებენ. ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქეს არჩევანის გარეშე ტოვებდნენ“, – აცხადებს გახარია. 

 

„პარტია „საქართველოსთვის“ დღეს არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია და შესწევს ძალა დაამარცხოს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ – აგერ ნახავთ თქვენ სულ მალე. ნაციონალური მოძრაობა არის ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღე, ქართული ოცნება, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო უახლოებს თავის თავს გუშინდელ დღეს – რეალობა ეს არის! მეტსაც გეტყვით – პარტია „საქართველოსთვის“ ვართ ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც აქვს ძალა დაამარცხოს და წინააღმდეგობა გაუწიოს ნაციონალური მოძრაობას და ჩვენი მოქალაქეები სულ მალე დაინახავენ ამას’’ – განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან ჩუღურეთში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგომ.

Advertisement