Logo

გიორგი გახარია უკანონო მიყურადებაზე – თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში არსებობდა, გამოძიებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს

პოლიტიკა
03.08.2021 / 19:59
Frontnews image description

გიორგი გახარია სენაკში პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი გახსნა. გახარიამ მედიის კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ სავარაუდო მიყურადების ინფორმაციასთან დაკავშირებით.

 

“თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში არსებობდა, რა თქმა უნდა გამოძიება, უნდა ჩატარდეს და გამოძიებამ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს”, – აღნიშნა გახარიამ.

 

მისივე თქმით, უკვე ჩანს, რომ ეს მუნიციპალური არჩევნები ყველაზე ბინძური და სიცრუით გაჯერებული არჩევნები იქნება.

 

„მე ერთი რამე მინდა გითხრათ – სამწუხაროდ, როგორც ჩანს მუნიციპალური არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ყველაზე ტყუილებით გაჯერებული. იმიტომ რომ, უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ…“ – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა ექსპრემიერმა უკანონო მიყურადებების მიმდინარეობის შესახებ და ჰქონდა თუ არა ამაზე კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, გახარიამ ამბობს რომ არ იცის ავთენტურია თუ არა არსებული მასალები და ბიძინა ივანიშვილთან უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის საკითხზე კომუნიკაცია არასდროს ჰქონია.

 

“არ მქონია არასდროს ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია, არც ვიცოდი ამის შესახებ“, – განაცხადა გახარიამ 

Advertisement