გიორგი გახარია – ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას


ავტორი
Front News საქართველო
ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე მაღლაც, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
“პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია! ბიძინა ივანიშვილს მე ვთვლი და ვაღიარებ მის დამსახურებებს, მაგრამ ჩემი სახელმწიფო და ჩემი სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე მაღლაც და ეს არის ის ფასეულობები, რა ფასეულობებითაც მე მიცხოვრია და ვიცხოვრებ მომავალში იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა დამიძახოს ან ერთმა, ან მეორემ და ან მესამემ!“ – განაცხადა გახარიამ.
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს