გიორგი გახარიამ და ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ და ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონსმა წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება და პოლიტიკური გარემო. სადამკვირვებლო მისია დაინტერესდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის ფაქტებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები: ნათია მეზვრიშვილი, კახაბერ ქემოკლიძე და ანა ბუჩუკური.
პარტიის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული სისტემური მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მუქარა-ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის ტენდენცია.
პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად აფერხებს პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას. სადამკვირვებლო მისიას ასევე მიეწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამულ ხედვებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟილ სარფი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ურდულ გუნარსდოტირი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს