გიორგი გახარიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატად გია ცეცხლაძე წარადგინა


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარია რეგიონებში ვიზიტს და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. გახარიამ დღეს „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ოზურგეთში გახსნა და ოზურგეთში მერობის კანდიდატიც წარადგინა.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყველა ქალაქი და ყველა რეგიონი. ჩვენ საერთოდ არ ვყოფთ საქართველოს რეგიონებს პრიორიტეტებად მეტად პრიორიტეტულად და ნაკლებად პრიორიტეტულად ჩვენ ეს არ გვახასიათებს და ჩვენთვის ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომაა ყველაზე მნიშვნელოვანი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ოზურგეთში მედიასთან.
“ჩვენი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად გვიწევს პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. უკვე გამოცხადდა არჩევნების დღე 2 ოქტომბერი და მე დარწმუნებული ვარ რომ ოზურგეთელები 2 ოქტომბერს ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გია ცეცხლაძე არის ერთ-ერთი სანიმუშო საჯარო მოხელე, არჩევნები დანიშნულია გამოცხადებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო. გიდასტურებთ, რომ გია ცეცხლაძე იქნება პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა გახარიამ
თაგები:
გიორგი გახარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა