“გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი, პირადად მისთვის – საზიანო”


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატი თეა წულუკიანი, პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა.
წულუკიანის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება გუნდისთვის არასასიკეთო და არასწორი და პირადად გახიარიასთვისაც საზიანო იყო.
"მე რომ ვავადმყოფობდი, გიორგი გახარია გადადგა სამწუხაროდ. მე ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც მისი ბრიფინგი მოვისმინე, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად, გიორგი გახარიასთვის, ეს გადაწყვეტილება საზიანოა", – განაცხადა წულუკიანმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს