
ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
პარალელურად, "ქართულ ოცნებას" ტოვებენ და გახარიასთან მიდიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ან ყოფილი პრემიერისადმი სიმპათიის გამო მათ ათავისუფლებენ.
"ჩვენი გუნდის ფორმირება მიმდინარეობს ამჟამად. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი თანამოაზრეები არიან. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ეტაპობრივად ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის სხვა წევრებს.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ჩვენი თანამოაზრეების მიმართ გარკვეული შევიწროების შემთხვევები. ეს ძალიან სამწუხაროა. ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, რომ ეს არის ის მეთოდი, რომელსაც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავდა ხოლმე"-აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს