Logo

“გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას ვიწყებთ”

საზოგადოება
1196
Frontnews image description

დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, გახარიას გუნდის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" დატოვებასთან დაკავშირებით, მოულოდნელი მმართველი ძალისთვის არ ყოფილა. 

"როგორც უკვე ითქვა, გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის. შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტიას "ქართულ ოცნებას". ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი არც თქვენთვის და არც "ქართული ოცნებისთვის". რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გახარიასთან ერთად, უახლოესს მომავალში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით"-განაცხადა ბუჩუკურმა. 

მმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა​, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ დატოვა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები