გიორგი გამსახურდია – ნაცპუტჩისტები როგორ მონათლავენ ირაკლი ღარიბაშვილის ამ წარმატებას ნეტავ?


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტს და დაჯილდოვებას ეხმაურება.
“ნაცპუტჩისტები როგორ მონათლავენ ირაკლი ღარიბაშვილის ამ წარმატებას ნეტავ? პრეზიდენტ ზელენსკის კომპეტენციაში არსებულ ხარვეზებზე ხომ არ დაუწყია გლავკანალს საუბარი? მოვისმენთ ალბათ, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დემონიზირებას, როგორც აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით გვესმოდა თავის დროზე”, – წერს გამსახურდია “ტვიტერზე”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით – “დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს