გიორგი გამსახურდია - სად გაიზარდეთ, რა გჭირთ საერთოდ, რას დაგამსგავსათ ბოროტებამ და კაცთმოძულეობამ, ხედავთ?


ავტორი
Front News საქართველო
სრული სიგიჟეა, ადამიანის ცუდი და უფრო მეტიც, მკვლელობა გიხაროდეს, სად გაიზარდეთ, რა გჭირთ საერთოდ, რას დაგამსგავსათ ბოროტებამ და კაცთმოძულეობამ, ხედავთ? - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია.
"არასდროს არ მქონია იოლი და უდარდელი ცხოვრება, ყოველი დღე, გამოწვევებით და სირთულეებით სავსე იყო და არის. ეს ყველაფერი უფრო მაჯანსაღებდა და მაჯანსაღებს კიდევ. თავის დროზე ბევრმა ადამიანმა, იმ 90-იან წლებში შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ნუ, მერე ესე დალაგდა, როგორც დალაგდა.. მაგრამ არასდროს, არც ერთი ჩემი მტრის ცუდი არ გამხარებია და არც გამიხარდება (პირიქით, გასაჭირში გვერდში დავდგომივარ და დავუდგები კიდეც). ნუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ხომ საუბარი ზედმეტია. სრული სიგიჟეა, ადამიანის ცუდი და უფრო მეტიც, მკვლელობა გიხაროდეს. სად გაიზარდეთ, რა გჭირთ საერთოდ, რას დაგამსგავსათ ბოროტებამ და კაცთმოძულეობამ, ხედავთ?“- წერს გიორგი გამსახურდია.
ჩარლი კირკი, რომელსაც იუტას უნივერსიტეტში სიტყვით გამოდიოდა ცეცხლი გაუხსნეს, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
თაგები:
გიორგი გამსახურდია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს