
ავტორი
Front News საქართველო
რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან”,-აღნიშნა ღიბრაძემ.
თაგები:
გიორგი ღიბრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს