
ავტორი
Front News საქართველო
თუ აპლიკაცია გადმოწერა მოქალაქემ და გაიარა საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია, მას უკვე მიენიჭა ახალი QR კოდი, რომელიც არანაირ განახლებას არ მოითხოვს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატის სარგებლობასა და Georgia e-Health-ის აპლიკაციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, თუ რამე განახლება მოხდა QR კოდთან დაკავშირებით – დამატებითი კვლევა ჩაიტარა მოქალაქემ, პირობითად, PCR ტესტი გაიკეთა, ეს უკვე ავტომატურად აისახება მის QR კოდში, შესაბამისად, დამატებითი მანიპულაციები საჭირო არ არის.
“უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში პრობლემები იყო აპლიკაციის გადმოწერასთან დაკავშირებით, ამიტომ, ეს პრობლემები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ ვდებთ შესაბამის ბმულს სპეციალურ ვებ-გვერდზე – Stopcov.ge, ასევე პირდაპირი ბმულები აპლიკაციის გადმოსაწერად განთავსდება სხვადასხვა სამთავრობო უწყებების საიტებზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ჩვენს მოსახლეობას აპლიკაციით სარგებლობას. ყველა ის ხარვეზი, რომელიც დილიდან გამოვლინდა, თანდათან სწორდება და ყველაფერი მუშაობს უკვე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს, იმის მიხედვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
თაგები:
გიორგი ღიბრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს