
ავტორი
Front News საქართველო
თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატის სარგებლობასა და Georgia e-Health-ის აპლიკაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, Georgia e-Health-ის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს.
“აქ არ არის რომელიმე მწარმოებლის ე.წ. სმარტფონზე საუბარი. სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს, როდესაც საუბარი გვაქვს აპლიკაციაზე. თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
თაგები:
გიორგი ღიბრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს