
ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება 200-ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და ბუსტერ დოზების გაკეთება.
“ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომეტებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირბადის ტარება არ არის მხოლოდ მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითიც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან ბრძოლას. ეს უნდა იყოს ერთობლივი როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია, კონტროლიც გამკაცრდება, თუმცა მეორეს მხრივ, თითოეულმა ჩვენთაგანმა კონტროლი ჩვენ თვითონ უნდა გავუწიოთ”,-განაცხადა ღიბრაძემ.
თაგები:
გიორგი ღიბრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს