გიორგი გოგია – სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დარტყმას აყენებს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში

ავტორი
Front News საქართველო
სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დარტყმას აყენებს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, არ ახსენდება, რომ მსგავსი გამოგონილი ბრალდებით მედიამენეჯერი ციხეში გაეშვათ.
“უკიდურესად შემაშფოთებელია სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რადგან ის დარტყმას აყენებს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში. ვერ ვიხსენებ ვერცერთ საქმეს, როდესაც მედიის წარმომადგენელი ასეთი თითიდან გამოწოვილი ბრალდებით ყოფილიყოს ჩასმული ციხეში.
საუკეთესო შემთხვევაში, საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს, უარეს შემთხვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან“, – განაცხადა გიორგი გოგიამ
თაგები:
ნიკა გვარამია




