გიორგი გოგუაძე – სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია იყენებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ძალოვან უწყებებს


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ყოველდღიურობად იქცა ჩვენი მხარდამჭერებისა და ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მუქარა, ზეწოლა და დაშინება, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი გოგუაძემ.
“ბოლო შემთხვევა მოხდა ხარაგაულში, სადაც პოლიციის დაახლოებით 8 თანამშრომელი შევიდა ჩვენი მხარდამჭერების სახლში, დაიწყო როგორც სახლის, ასევე ეზოს ჩხრეკა. გარდა იმისა, რომ მათ არ წარმოუდგენიათ ახსნა, განმარტება და დასაბუთება, მათ არ ჰქონდათ სასამართლოს განჩინება, მათ არ ჰქონდათ დადგენილება ამ ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების შესახებ, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. მათ ასევე არ შეუდგენიათ ოფიციალური ინფორმაცია ჩხრეკის ჩატარების შესახებ. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია იყენებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ძალოვან უწყებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს” – განაცხადა გიორგი გოგუაძემ.
გიორგი გოგუაძე აღნიშნავს, რომ ყველა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
“ყველა მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა ჩვენი მხარდამჭერის და გუნდის წევრის უფლებებს ბოლომდე დავიცავთ” – განაცხადა გიორგი გოგუაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს