გიორგი გრძელიშვილი - მზია ამაღლობელის პატრონებმა სილა გააწნეს სახელმწიფოს, რათა ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი, საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება


ავტორი
Front News საქართველო
ამაღლობელმა, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილმა, მიზანმიმართულად, მისგან ფიზიკურად უკვე მოცილებული პოლიციელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაბრუნა და სახეში სილა გააწნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გრძელიშვილის განცხადებით, მზია ამაღლობელის ხელით მისმა პატრონებმა „სილა გააწნეს სახელმწიფოს“, რითაც სცადეს ქართული სახელმწიფოს არსის ფეხქვეშ გათელვა.
“ამაღლობელის პატრონებისთვის ეს იყო სილა, რომელიც იმ მომენტში გააწნეს სახელმწიფოს, რადგან ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი. საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არ მხოლოდ მისი წახალისებაა, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს დიპ სტეიტის დავალებებს”, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.
თაგები:
გიორგი გრძელიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს