Logo

გიორგი გრძელიშვილი - ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი ძალადობს ქართველ ხალხზე, ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ

პოლიტიკა
272
Frontnews image description

საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე, რაც წარმოუდგენელია, თუმცა, ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ვეღარ გაგრძელდება მსგავსი მცდელობა, რადგან იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი და ამ ყველაფერს შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ.

"საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ხდება ისე, რომ ამის არც ფიზიკური, არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ვგულისხმობ ხალხის რაოდენობას. ვხედავთ იმას, რომ ეს ადამიანები მიზნად ისახავენ, თუნდაც, რამდენიმე საათით ქუჩის გადაკეტვას და ამას მცირე გამარჯვებად თვლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი, თუმცა ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ“, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

Advertisement