გიორგი გრძელიშვილი - საქართველოს ჰყავს დიპ სტეიტის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ჰყავს დიპ სტეიტის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი გრძელიშვილი ისტორიულ გმირებს უპირისპირებს თანამედროვე „დიპ სტეიტის“ გმირს, პოლიციელზე მოძალადე, მზია ამაღლობელს და აცხადებს, რომ საქართველოს ისტორია და საზოგადოება მზიას მსგავს გმირებს არ იცნობს.
"ჩვენი ქვეყანა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღსავსეა ქართველი გმირების საქმეებით, რომლებმაც დღევანდელ დღემდე მოგვიტანეს სამშობლო. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე... ასეთ გმირებს ვიცნობთ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის იდენტობა. პარალელურად საქართველოს ჰყავს დიპ სტეიტის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია“,- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.
თაგები:
გიორგი გრძელიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს