გიორგი გრიგოლია – რაც უფრო გახანგრძლოვდება მკურნალობის დაწყება, მით უფრო გაუარესდება მისი ნევროლოგიური სტატუსი


ავტორი
Front News საქართველო
რაც უფრო გახანგრძლოვდება მკურნალობის დაწყება, მით უფრო გაუარესდება მისი ნევროლოგიური სტატუსი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი მკურნალობით ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია.
“უნდა გაუგრძელდეს მადიკამენტოზური მკურნალობა, რომ აღდგეს ფიზიკური ჯანმრთელობა. რაც უფრო გახანგრძლივდება მკურნალობის დაწყება, მით უფრო გაუარესდება მისი ნევროლოგიური სტატუსი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ადეკვატური მკურნალობით, შესაძლოა, აღდგეს, მაგრამ თუ კიდევ კარგ ხანს არ დაიწყება ასეთი მკურნალობა, მას ეს სტრესული სიტუაცია გაუგრძელდება. შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი დაზიანებები, პოსტტრამვული სტრესული აშლილობა, ამან შეიძლება უფრო გააღრმავოს დეპრესია და შეცვალოს ადამიანის ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი. მე ყველაზე ცუდ სცენარს გიწერთ, რამაც შეიძლება მიიყვანიოს ადამიანი სრულ დეგრადაციამდე”, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
რაც შეეხება მედიკამენტოზურ წამებას, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია.
“საერთო ჯამში დოზირება არანაირად არ ჯდება მედიკამენტოზურ წამებაში, რადგან ყველა მედიკამენტი არის საშუალო დოზით, ან საშუალოზე უფრო ნაკლები გამოყენებული. ამიტომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, იმ საბუთებით, რა საბუთებიც ჩვენ გვაჩვენეს, სამედიცინო ბარათებში რაც წერია და რაც პირადად ექიმებთან საუბრით გავარკვიეთ”, – განაცხადა გრიგოლიამ.


გიორგი ქადაგიძე – რაც უფრო ფართო იქნება ეს პროტესტი, მით უფრო უმტკივნეულო იქმნება პროცესი

გიორგი ბოტკოველი – რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით უფრო ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება

გიორგი ვაშაძე – რაც დიდი იქნება გაერთიანება, მით უფრო დიდი არის იმის შესაძლებლობა, რომ დავამარცხოთ ეს მოღალატეთა პარტია