გიორგი გუგავა – “ლეიბორისტული პარტია“ დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
“ლეიბორისტული პარტია“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, – ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
“ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, რომელიც არ დაემორჩილა ხელისუფლებას, არ „გააპრავა“ ივანიშვილის „ბუტკა“, პარლამენტად წოდებული, არ შევიდა იქ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავრჩით ერთადერთ პრინციპულ ძალად, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. ვერ ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სამწუხაროდ, შევიდნენ პარლამენტში და არ აპირებენ იქედან გამოსვლას.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, შემოვიკრიბოთ ისეთი ხალხი, რომელიც მართლა იდეურად ებრძვის ამ რეჟიმს, არის დაუმორჩილებელი, არის პრინციპული და სწორედ ამ იდეამ უნდა გაიმარჯვოს და დაგვამარცხებინოს ოლიგარქიული ბანდა.
გვეყოლება დამოუკიდებელი კანდიდატები, მერობისაც, მაჟორიტარებისაც, სიის თვალსაზრისითაც. „ლეიბორისტული პარტია“, როგორც ერთადერთი დაუმორჩილებელი, პრინციპული, უღალატო პარტია, დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს