გიორგი გვაჯაია – დავით ჯიჯიეიშვილი ათვითცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, გულწრფელად ინანიებს


ავტორი
Front News საქართველო
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აცნობიერებს.
“დავით ჯიჯიეიშვილი დედის თანხლებით, ნებაყოფლობით, აღიარებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ათვითცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას, გულწრფელად ინანიებს მას. დღეს იმის ილუზია არ ჰქონია მას, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არც უკითხავს მას”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი გვაჯაია.
20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს