გიორგი გვაჯაია – იმედი მაქვს, გათავისუფლებული ახალგაზრდები სასამართლოზე ობიექტურ ჩვენებას მისცემენ


ავტორი
Front News საქართველო
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დაკავებული სამი პირი, მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები კუჭავა და ხორავა პატიმრობაში დატოვა.
დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატი გიორგი გვაჯაია, იმედოვნებს, რომ გირაოთი გათვისუფლებული ახალგაზრდები სასამართლოს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან.
“ჩვენ არც გვქონია გირაოთი გათავისუფლების მოლოდინი, რაც შეეხება სხვა პირების გირაოთი გაშვებას, ჩვენი აზრით, ეს იყო განპირობებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციით, რომელიც ითხოვს მხოლოდ ხორავას, კუჭავას და ჯიჯეიშვილის მკაცრად დასჯას, პროკურატურის მიერ სწორედ ეს იქნა გათვალისწინებული, მომზადდა შესაბამისი ნიადაგი.
ვერ გეტყვით რა ითანამშრომლეს ამ ახალგაზრდებმა პროკურტურასთან, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული კითხვები იქნება ამ თანამშრომლობასთან და მის სანდოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ გვწყენია ამ ახალგაზრდების გათავისუფლება, სტუდენტები არიან, წარმატებებს ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ სასამართლოზე ობიექტურ ჩვენებას მისცემენ“, – განუცხადა Front News-ს გიორგი გვაჯაიამ.
მისი თქმით, მოროგი სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება.
“წინასასამართლო სხდომა დანიშნული იყო 19 სექტემბერს, მაგრამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საგამოძიებო ვადა ერთი თვით გაგრძელდა და მომდევნო სასამართლო სხდომა19 ოქტომბერს იქნება“, – განაცხადა გვაჯაიამ.
მკვლელობა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. 20 წლის მირიან კუკავა დაბადების დღეზე გულ-მკერდის არეში დანით დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.
თაგები:
გიორგი გვაჯაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს