
ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერი გამოწვევა აწი ჩვენთვის მიღებულია. ნებისმიერ გამოწვევას ჩვენ გავუმკლავდებით. გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ და ამით ვამაყობთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.
“აღფრთოვანებული ვარ, უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, თქვენთვის. ვართ უაღრესად ბედნიერები და ამაყები. ნამდვილად არ ველოდი თუ ასეთი მასშტაბის დახვედრა გვექნებოდა.
ნებისმიერი გამოწვევა აწი ჩვენთვის მიღებულია. ნებისმიერ გამოწვევას ჩვენ გავუმკლავდებით. გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ და ამით ვამაყობთ”, – განაცხადა გიორგი გველესიანმა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოში დღეს დაბრუნდა. მათ გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ.
თაგები:
ფეხბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს