გიორგი ჯინჭარაძე - აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, აღნიშნული ინიციატივის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"მინდა შევეხო ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით მორიგ მნიშვნელოვან ინიციატივას. აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, რომელიც წარმატებული სტუდენტებისთვის თვეში 300 ლარის ოდენობით, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაიცემა“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე




