გიორგი ჯინჭარაძე - აფხაზური ენა ჩვენი საერთო კულტურის და იდენტობის ნაწილია, რომლის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებულ გაკვეთილს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ისინი აფხაზური ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აკეთებენ.
„დღეს სენაკში აფხაზური ენის დღეს აღვნიშნავთ. აფხაზური ენა ჩვენი საერთო კულტურის და იდენტობის ნაწილია, რომლის შენარჩუნება, დაცვა და განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებში გაიზარდოს ინტერესი აფხაზური ენის მიმართ, სწორედ ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში მისი სწავლება და პოპულარიზაცია უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზური ენის პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აფხაზური ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება, რომლის მიზანს აფხაზური ენისა და კულტურის დაცვა, მისი განვითარება და ახალგაზრდა თაობებში პოპულარიზაცია წარმოადგენს.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


