Logo

გიორგი ჯინჭარაძე - ჩვენ შევქმენით პორტალი, რომლის საშუალებითაც ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა, ყველა პროგრამაზე ჰქონდეთ წვდომა

საზოგადოება
125
Frontnews image description

ჩვენ შევქმენით პორტალი portal.abkhazia.gov.ge რომლის საშუალებითაც ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ხუთივე სამინისტროს მასშტაბით, ყველა პროგრამაზე ჰქონდეთ წვდომა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების კუთხით ამოქმედებულია რამდენიმე სიახლე.

„ჩვენ შევქმენით პორტალი portal.abkhazia.gov.ge რომლის საშუალებითაც ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ხუთივე სამინისტროს მასშტაბით, ყველა პროგრამაზე ჰქონდეთ წვდომა, ინფორმაცია და დისტანციურად გახდნენ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი - 143, რომელიც მუდმივად აწვდით მათ ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პროგრამებთან.

ჩვენი მთავარი მიმართულება ასევე არის განათლება, ახალგაზრდები. განათლების კუთხით ავამოქმედეთ რამდენიმე სიახლე, ეს არის ჩვენი წარმატებული სტუდენტების სტიპენდიები, ასევე ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის კუთხით არსებული დაფინანსებები. დოქტორანტურის კუთხით ჩვენ ერთჯერად დახმარებას გავცემთ 1 500-2 000 ლარის ფარგლებში.

განათლების მიმართულებით გვაქვს რამდენიმე სახელობითი სტიპენდიები და ანაზღაურებითი სტაჟირებები", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები