გიორგი ჯინჭარაძე - ჩვენი ხმა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, მომავალი კი მშვიდობისა და ერთიანობისკენ გზას ნიშნავს


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მან ხმა საქართველოს ღირსეული მომავლის, სტაბილური განვითარების და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების სასარგებლოდ მისცა.
"მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ ხმა მივეცი საქართველოს ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, განვითარებასა და მშვიდობას. ეს არის არჩევანი არა მხოლოდ პოლიტიკურ გუნდზე, ეს არის იმ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, მივლენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირებენ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ერთიანობამდე.
ჩვენი ხმა არის პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, მომავალი კი მშვიდობისა და ერთიანობისკენ გზას ნიშნავს", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს