გიორგი ჯინჭარაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი პედაგოგები კიდევ არაერთ ღირსეულ თაობას გაზრდიან, თაობას, რომელიც ჩვენი მომავალია, ჩვენი მომავალი კი აფხაზეთის დაბრუნებაა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
პედაგოგებს მასწავლებლის დღე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა მიულოცეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მასწავლებელს გაწეული შრომისა და თავგანწირვისთვის. მე დარწმუნებული ვარ ჩვენი პედაგოგები კიდევ არაერთ ღირსეულ თაობას გაზრდიან, იმ თაობას, რომელიც ჩვენი მომავალია, ჩვენი მომავალი კი აფხაზეთის დაბრუნებაა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ღვაწლმოსილი პედაგოგები - ეთერი ლაშხია, გულნაზ ბაციაშვილი, მზიანა ბოკუჩავა, ზაირა გვაგვალია, მანანა გიორხელიძე, ნანული ჯახუა და თინათინ კალანდია, ასევე, აფხაზეთის საჯარო სკოლების 2025 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები - ირმა კილასონია, თეა კუხიანიძე და ნინო ფარულავა სამინისტროს სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თეონა სართანიას, რიტა კეთილაძეს, მანანა ჯოლოგუას, ლონდა ღურწკაიას, მაყვალა მეფორიას და მადინა ცირდავას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები და დირექტორები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს