გიორგი ჯინჭარაძე - დევნილებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გლდანის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალდანიშნულ მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად იმყოფებოდა.
დევნილ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10-მდე სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია გაევლოთ და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას და მედპერსონალს შეხვდა.
"აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ისეთ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც დევნილი მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია. სწორედ ამიტომ, სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს, რათა თითოეულ დევნილს მიეცეს შესაძლებლობა დროულად მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაში ასევე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია მონაწილეობდნენ.
მსგავსი აქტივობები და ვიზიტები სამედიცინო ცენტრის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.
თაგები:
გიორგი ჯინჭარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს